თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1607 ადამიანი. მათგან 1515 საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

ქვეყნის საგანგებო სამსახურის ცნობით, სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება, რომელშიც 3800-ზე მეტი ადამიანი და ასობით ერთეული ტექნიკა და 22 მეძებარი ძაღლია ჩართული.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 24 იანვარს, ელიაზიგის პროვინციაში მოხდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გარდა, თურქეთის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა.

"ინტერპრესნიუსი"