რა გახდა ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი, რომლის დროსაც კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი დაიღუპნენ - კვირის პალიტრა

რა გახდა ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი, რომლის დროსაც კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი დაიღუპნენ

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, რომლის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის NBA-ის ლეგენდა, კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯაიანა დაიღუპნენ, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა. CNN-ის ინფორმაციით, კვირას დილით, ლას ვეგასის პოლიციამ საკუთარი ვერტმფრენების დაშვების ბრძანება გასცა, რადგან ნისლისა და ღრუბლიანობის გამო, ამინდი ფრენის მინიმალურ სტანტარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა.

რაც შეეხება სხვა დაღუპულებს, მათ შორის არიან Orange Coast College-ის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი ქალიშვილი ალისა და ცოლი კერი. დაღუპლულთა შორისაა მწვრთნელის ასისტენტი, ქრისთინა მოუსერი.

მედია ბრაინტის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სპორტსმენი თავის ქალიშვილზე საუბრობს. "საუკეთსო რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ გარეთ გადიხარ, გარშემო ყველგან გულშამტკივრები არიან და ის ჩემს გვერდით დგას",-ამბობდა ბრაიანტი.

კობი ბრაიანტი, 41 წლის ლეგენდა, აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. ის 18-ჯერ იყო NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შემადგენლობაში.

კობი ბრაიანტი გუშინ ვერტმფრენის კატასტროფის დროს დაიღუპა.

იხილეთ ასევე: "გამოწვევას ვესროდი ადამიანებს, რათა ისინი უკეთესები გამხდარიყვნენ. არასოდეს მიღალატია ამგვარი მიდგომისთვის"

"ინტერპრესნიუსი"