ჩინეთი კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ცდის? - რას წერს უცხოური მედია - კვირის პალიტრა

ჩინეთი კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ცდის? - რას წერს უცხოური მედია

ჩინეთი, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ, აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ცდის, - ამის შესახებ საერთაშორისო მედია იტყობინება. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ალუვია, რომელიც ლოპინავირისა და რიტონავირის ნაერთია, პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.

მათივე ცნობით, ვიდრე ეფექტური ანტი-ვირუსული პრეპარატი შემუშავდება, გარკვეულ პაციენტებზე გაიცემა რეკომენდაცია, მიიღონ აღნიშნული პრეპარატი.

სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტის" ინფორმაციით, კლინიკური კვლევის შედეგები მედიკამენტის ტესტირების შესახებ უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ახალ კორონავირუსს, რომელიც დეკემბრის ბოლოს გავრცელდა ამ დროისთვის 81 ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"