"ცხოვრება კარანტინში": რა ხდება კორონავირუსის "ფრონტის ხაზზე" - 11-მილიონიან ქალაქ უხანში? - კვირის პალიტრა

"ცხოვრება კარანტინში": რა ხდება კორონავირუსის "ფრონტის ხაზზე" - 11-მილიონიან ქალაქ უხანში?

ფოტოგალერეა

დაცარიელებული ქუჩები და სადგურები, გაუთავებელი რიგები მაღაზიებში და საავადმყოფოებში. სახლში გამოკეტილი მოსახლეობა და პარალიზებული ქალაქი - სწორედ ასეთი მდგოარეობაა ჩინეთის 11-მილიონიან ქალაქ უხანში, საიდანაც ახალი ტიპის კორონავირუსი გავრცელდა.

ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132 ადამიანამდე, დაინფიცირებულთა კი - 5 974-მდე გაიზარდა.

ჩინეთში კორონავირუსის გამო, ამერიკის და ევროპის ქვეყნების შემდეგ, ფრენები შეწყვიტა საქართველომაც.

კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლება არ წყვეტს მუშაობას, რათა ქვეყანაში არსებულ ვითარებას გამუმკლავდეს. ცნობილი გახდა ისიც, რომ კარანტინის პირობებში, მუშაობას არ წყვეტენ მშენებლები. მედიის ინფორმაციით, ქალაქ უხანში რეკორდული სისწრაფით შენდება ორი საავადმყოფო. რომელიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მოემსახურება.

ერთ - ერთი საავადმყოფოს "ჰუოშენშანის" აშენება 24 იანვარს დაიწყეს და ის 3 თებერვალს უკვე ოფიციალურად გაიხსნება და 1000 პაციენტს მოემსახურება. ხოლო მეორე საავადმყოფოს "ლეიშენშანს" ჩინეთში 5 თებერვალს გახსნიან და ის 1300 ადგილიანი იქნება.

იხილეთ ფოტოგალერეა: "ცხოვრება კარანტინში"