კორონავირუსი ამ დროისთვის მსოფლიოს 17 ქვეყანაში ფიქსირდება - კვირის პალიტრა

კორონავირუსი ამ დროისთვის მსოფლიოს 17 ქვეყანაში ფიქსირდება

გლობალურად, ჩინეთს მიღმა კორონავირუსის დაახლოებით 80 შემთხვევაა დაფიქსირდებული. ამ დროისთვის, კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაშია აღმოჩენილი. ეს ქვეყნებია: ჩინეთი (მათ შორის ჰონგ-კონგისა და მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულები), ტაივანი, ავსტრალია, კამბოჯა, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, მალაიზია, ნეპალი, შრი ლანკა, სინგაპური, ტაილანდი, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, აშშ, ვიეტნამი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ახალ კორონავირუსს, მიმდინარე მონაცემებით 132 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა, გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევები 6000-ს აღემატება.

ჩინეთის ქალაქ უხანიდან, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს აშშ-მა და იაპონიამ. რამდენიმე ქვეყანა მოქალაქეების გაყვანისთვის ემზადება.

იხილეთ ასევე: "ცხოვრება კარანტინში": რა ხდება კორონავირუსის "ფრონტის ხაზზე" - 11-მილიონიან ქალაქ უხანში?

"ინტერპრესნიუსი"