"შე­უძ­ლე­ბე­ლია მათ გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ..." - კობი ბრაიანტის მეუღლე საზოგადოებას მიმართავს - კვირის პალიტრა

"შე­უძ­ლე­ბე­ლია მათ გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ..." - კობი ბრაიანტის მეუღლე საზოგადოებას მიმართავს

ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალების ამბავმა მსოფლიო შეძრა. 41 წლის სპორტსმენი 26 იანვარს ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ვერტმფრენში, რომელმაც კატასტროფა კალიფორნიასთან განიცადა, სულ ცხრა ადამიანი იმყოფებოდა და მათგან არავინ გადარჩენილა.

მათ შორის იყო კობის შუათანა ქალიშვილი, 13 წლის ჯიანა.

ტრაგედიის შემდეგ ბრაიანტის ცოლი, ვანესა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე პირველ პოსტს აქვეყნებს და მწუხარების გაზიარებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის:

"მე და ჩემს გოგონებს გვსურს, მადლობა ვუთხრათ მილიონობით ადამიანს, რომლებმაც გვაჩვენეს მხარდაჭერა და სიყვარული ამ საშინელ დროს. მადლობა ყველას, ვინც ლოცულობთ - ჩვენ ეს ნამდვილად გვჭირდება.

მთლიანად გაგვანადგურა ჩემი არაჩვეულებრივი ქმრის, შესანიშნავი მამის - კობისა და ჩემი ლამაზი, ტკბილი ჯიანას მოულოდნელმა დაკარგვამ, რომელიც მოსიყვარულე, ჭკვიანი, შესანიშნავი შვილი და არაჩვეულებრივი და იყო ნატალიასთვის, ბიანკასა და კაპრისთვის.

ჩვენ ვწუხვართ იმ ოჯახების გამო, რომლებმაც კვირას თავიანთი საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ჩვენ გულწრფელად ვიზიარებთ მათ ტრაგედიას. ამ წუთას არ არსებობს საკმარისი სიტყვები ჩვენი ტკივილის გამოსახატად.

ჩემთვის შვებაა იმის ცოდნა, რომ კობისა და ჯიანას განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი. ნეტავ სამუდამოდ აქ, ჩვენთან ყოფილიყვნენ... ისინი ჩვენი ცხოვრების ულამაზესი ნაწილი იყვნენ, რომლებმაც ძალიან ადრე დაგვტოვეს. გაგრძელება