"ეროვნებით ჩინელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან, შეუძლიათ ვუხანიდან საევაკუაციო თვითმფრინავებით გაფრინდნენ" - კვირის პალიტრა

"ეროვნებით ჩინელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან, შეუძლიათ ვუხანიდან საევაკუაციო თვითმფრინავებით გაფრინდნენ"

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეროვნებით ჩინელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან, შეუძლიათ ვუხანიდან საევაკუაციო თვითმფრინავებით გაფრინდნენ. "ოჯახის ფაქტორის გათვალისწინებით, ვუხანში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც უცხოელების ოჯახის წევრები არიან, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ოჯახთან ერთად წავიდნენ", - განუცხადა მინისტრმა "როიტერსს“.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, არაერთი ქვეყნის ხელისუფლება გეგმავს ჩინეთის ქალაქ ვუხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირებას, მათ შორის არის აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და სხვა.

"ინტერპრესნიუსი"