დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

გაერთიანებულ სამეფოში უხანის კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცერის განცხადებით, კორონავირუსი ერთი ოჯახის ორ წევრს დაუფიქსირდა.

"პაციენტები ეროვნული ჯანდაცვის სერვისის მკურნალობის ქვეშ არიან. ჩვენ ვიყენებთ გამოცდილ ინფექციური კონტროლის პროცედურებს, რომ თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის შემდგომი გავრცელება",- აცხადებს პროფესორი ქრის ვითი.

კორონავირუსის დამატებითი შემთხვევა დაფიქირდა გერმანიაშიც. ამ დროისთვის, დადასტურებულად კორონავირუსი გერმანიაში 5 ადამიანს აღენიშნება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 9800-მდე შეემთხვევაა დარეგისტრირებული. დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

"ინტერპრესნიუსი"