"ბევ­რი დრო მაქვს იმის­თვის, რომ ვი­ფიქ­რო, რო­გორ გა­დავ­რჩე. ერთ-ერთი მი­ზა­ნი ისაა, რომ ავად არ გავ­ხდე" - რას წერს ქალაქ უხანის მცხოვრები, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს
"ბევ­რი დრო მაქვს იმის­თვის, რომ ვი­ფიქ­რო, რო­გორ გა­დავ­რჩე. ერთ-ერთი მი­ზა­ნი ისაა, რომ ავად არ გავ­ხდე" - რას წერს ქალაქ უხანის მცხოვრები, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს
23 იან­ვრი­დან ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში კა­რან­ტი­ნი გა­მო­ცხად­და, რათა ქა­ლაქ­ში წარ­მოქ­მნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი სხვა რე­გი­ო­ნებ­ში არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო. უხა­ნი ახლა ჩა­კე­ტი­ლია, და­კე­ტი­ლია მა­ღა­ზი­ე­ბი და სხვა­დას­ხვა ოფი­სე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი ადა­მი­ა­ნებს ურ­ჩევს, სახ­ლი­დან გა­მოს­ვლის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

მო­სახ­ლე­ო­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს და შე­სა­ბა­მი­სად, ქუ­ჩე­ბი ცა­რი­ე­ლია. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი წე­რენ, ირ­გვლივ სი­ჩუ­მე და ში­შია გა­მე­ფე­ბუ­ლი.

29 წლის ჯო ჯინ­გი უხან­ში ცხოვ­რობს. ის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კია. კა­რან­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის დღი­დან ახალ­გაზ­რდა ქალ­მა დღი­უ­რის წერა და­ი­წყო, რო­მელ­შიც შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად
აღ­წერს. ჩა­ნა­წე­რე­ბი BBC-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

23 იან­ვა­რი, ხუთ­შა­ბა­თი - იზო­ლა­ცი­ის დღე

რო­დე­საც კა­რან­ტი­ნის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, არ ვი­ცო­დი რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. არ ვიცი ეს რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, ან რო­გორ უნდა მო­ვემ­ზა­დო, სა­ერ­თოდ რა უნდა გა­ვა­კე­თო.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან კო­მენ­ტა­რე­ბით სა­ში­ნელ ინ­ფორ­მა­ცი­ებს ვი­ღებ იმის შე­სა­ხებ, რომ ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში ვერ
გა­დაჰ­ყავთ, რად­გა­ნაც ად­გი­ლე­ბი აღა­რაა, რომ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლებ­საც მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვთ, შე­სა­ბა­მი­სად არ მკურ­ნა­ლო­ბენ.

ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბა პირ­ბა­დეს ატა­რებს. მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ საჭ­მლის მა­რა­გი შე­ვი­ნა­ხო. ერ­თმა კაც­მა მა­ღა­ზი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მა­რი­ლი იყი­და და ვი­ღა­ცამ ჰკი­თხა, რა­ტომ ყი­დუ­ლობ­და ამ­დენს. მან უპა­სუ­ხა: "რა მოხ­დე­ბა ქა­ლა­ქი თუ ერთი წლით ჩა­ი­კე­ტე­ბა?"

წამ­ლე­ბი მინ­და და უკვე შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით იყი­დე­ბა. გა­ყი­დუ­ლია ნიღ­ბე­ბი და დე­ზინ­ფექ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ქუ­ჩებ­ში მან­ქა­ნე­ბი და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი შემ­ცირ­დნენ. თით­ქოს ეს ქა­ლა­ქი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩერ­და.

რო­დის და­ი­წყე­ბა აქ ისევ ცხოვ­რე­ბა?!

24 იან­ვა­რი, პა­რას­კე­ვი


ქა­ლა­ქი ჩუ­მა­დაა და სი­ჩუ­მე შემ­ზა­რა­ვია. მე მარ­ტო ვცხოვ­რობ და მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ვიცი, სა­დღაც აქ, გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

ძა­ლი­ან ბევ­რი დრო მაქვს იმის­თვის, რომ ვი­ფიქ­რო, რო­გორ გა­დავ­რჩე. არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი და კავ­ში­რე­ბი არ მაქვს.

ჩემი ერთ-ერთი მი­ზა­ნი ისაა, რომ ავად არ გავ­ხდე. ამი­ტო­მაც, ვვარ­ჯი­შობ. გა­დარ­ჩე­ნის­თვის საჭ­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გვე­უბ­ნე­ბა თუ რამ­დენ ხანს იქ­ნე­ბა კა­რან­ტი­ნი, რამ­დენ ხანს ვიქ­ნე­ბით ჩა­კე­ტი­ლე­ბი, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­როთ. ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­დეს.

დღეს ჩემს სახ­ლთან აფ­თი­ა­ქი და მა­ღა­ზია და­ი­კე­ტა, მაგ­რამ ქუ­ჩებ­ში კუ­რი­ე­რე­ბი ისევ და­დი­ან და საჭ­მლის მი­ტა­ნის სერ­ვი­სი ისევ არის. სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში მა­კა­რო­ნი სულ გა­ი­ყი­და, ზო­გან ცოტა ბრინ­ჯი კი­დევ არის დარ­ჩე­ნი­ლი. დღეს ვი­ყა­ვი სუ­პერ­მარ­კეტ­ში, ნი­ა­ხუ­რი, ხახ­ვი და კვერ­ცხი ვი­ყი­დე.

სახ­ლში რომ მი­ვე­დი, ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მეც­ვა, გავ­რე­ცხე და და­ვი­ბა­ნე. პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ხე­ლებს დღე­ში 20-ჯერ, ან 30-ჯერ ვი­ბან.

როცა გა­რეთ გავ­დი­ვარ, თით­ქოს კვლავ მაქვს კავ­ში­რი ამ სამ­ყა­როს­თან. მაშ­ფო­თებს იმის წარ­მოდ­გე­ნა, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცე­ბი და შშმ პი­რე­ბი ახლა.

სა­დი­ლის შემ­დეგ ვი­დე­ო­ზა­რით მე­გობ­რებს ვე­სა­უბ­რე. ვერ გა­ექ­ცე­ვი ვირუს­ზე ლა­პა­რაკს. ერ­თმა მე­გო­ბარ­მა სა­უბ­რის დროს და­ა­ცე­მი­ნა და მე­ო­რე გა­ე­ხუმ­რა - სას­წრა­ფოდ გა­ე­თი­შა ტე­ლე­ფო­ნი. სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვლა­პა­რა­კობ­დით და ვი­ფიქ­რე, რომ ბედ­ნი­ე­რი ფიქ­რე­ბით და­ვი­ძი­ნებ­დი, მაგ­რამ რო­გორც კი თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე, გა­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე დღის მო­გო­ნე­ბე­ბი ამო­მი­ტივ­ტივ­და. ავ­ტირ­დი, უმ­წე­ო­ბას, სიბ­რა­ზეს, სევ­დას ვგრძნობ­დი და სიკ­ვდილ­ზე ვფიქ­რობ­დი.

არ მინ­და, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა დამ­თავ­რდეს... გაგრძელება


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები