რუსეთში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

რუსეთში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. ორივე პირი, რომელთაც ვირუსი აღმოაჩნდათ, ჩინეთის მოქალაქეები არიან.

"როსპოტრებნადზორის" სამსახურმა ორი პაციენტის ინდენტიფიცირება მოახდინა, რომელთაც კორონავირუსი აქვთ. ისინი ტრანს-ბაიკალის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი მკაცრი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ორივე მათგანი ჩინეთის მოქალაქეა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ.

იხილეთ ასევე: "ბევრი დრო მაქვს იმისთვის, რომ ვიფიქრო, როგორ გადავრჩე. ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ავად არ გავხდე" - რას წერს ქალაქ უხანის მცხოვრები, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს

"ინტერპრესნიუსი"