"მძინარა ჯო", "მოკლე მაიკლი" ... - როგორ ახასიათებს დონალდ ტრამპი მეტოქეებს? - კვირის პალიტრა

"მძინარა ჯო", "მოკლე მაიკლი" ... - როგორ ახასიათებს დონალდ ტრამპი მეტოქეებს?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "ფოქს ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თავისი მეტოქეები დაახასიათა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსიზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ პელოსი "ნერვიული ქალია".

"ის ძალიან დაბნეულია და ძალიან ნერვიული ქალია. მან იცოდა რაც მოხდებოდა და მისი ყველაზე საშინელი ღამის კოშმარი ახდა",- განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა მაიკლ ბლუმბერგზეც ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მეტოქე იყოს.

"ის პატარაა. იცით, რომ მას უნდა ყუთი დებატებისთვის, რომ ზედ დადგეს? არა უშავს, ყველაფერი რიგზეა, აქ ცუდი არაფერია, შეიძლება მოკლე იყო. რატომ უნდა მიიღოს ყუთი, რომ დადგეს? ყველა იღებს ყუთს?... გამიხარდება ბლუმბერგის წინააღმდეგ ბრძოლა",- განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენზე და მის შვილზეც ისაუბრა.

"მე მასზე მძინარა მახსენდება როცა ვუყურებ. ის მძინარაა. მძინარა ჯო. ჰანთერი სად არის? მან მილიონობით დოლარი იშოვა - მას არც ფული ჰქონდა, არც შემოსავალი, არც არაფერი. მას ძალიან სევდიანი გამოცდილება ჰქონდა სამხედრო ძალებში. არაფერი ჰქონდა, რომ მილიონობით ფული ეკეთებინა... რაც მათ გააკეთეს სამარცხვინოა", - განაცხადა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა სენატორ ნერნი სანდერსზეც გაამახვილა ყურადღება.

"ის კომუნისტია. როცა ბერნის ვუყურებ, კომუნიზმი მახსენდება. შეგვიძლია სოციალისტიც ვთქვათ. ის მოსკოვში არ დაქორწინდა?" - იკითხა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"