საფრანგეთში კადიროვის კიდევ ერთი კრიტიკოსი მოკლეს - რას წერს ფრანგული მედია? - კვირის პალიტრა

საფრანგეთში კადიროვის კიდევ ერთი კრიტიკოსი მოკლეს - რას წერს ფრანგული მედია?

ჩეჩენი ბლოგერი იმრან ალიევი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკით იყო ცნობილი, საფრანგეთში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ცენტრალური ბიურო ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

44 წლის ბლოგერი ბელგიაში ცხოვრობდა. ის ქალაქ ლილის სასტუმროში მკვდარი 30 იანვარს ნახეს. ლილის პროკურატურის ცნობით, ჯერჯერობით საქმეზე არავინ დაუკავებიათ. უწყებაში საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კადიროვის კრიტიკოსებს ევროპაში კლავენ. 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში, ეროვნებით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს.

"ინტერპრესნიუსი"