"ადრე მე იმედის ქარზე ვისაუბრე, მაგრამ დღეს მსოფლიოში "სიგიჟის ქარი" ქრის" - კვირის პალიტრა

"ადრე მე იმედის ქარზე ვისაუბრე, მაგრამ დღეს მსოფლიოში "სიგიჟის ქარი" ქრის"

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, დედამიწაზე "სიგიჟის ქარი" ქრის. მისივე თქმით, შესაძლოა, ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდეს.

"ეჭვგარეშეა, ხალხს ბევრი რამ აქვს სათქმელი. არეულობა ქუჩებსა და მოედნებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმას ნიშნავს, რომ ხალხს უნდა, მათ მოუსმინონ. მათ უნდათ, რომ მსოფლიო ლიდერებმა მათ ღელვას უპასუხონ და ეფექტურად იმოქმედონ",-განაცხადა გუტიერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე ისაუბრა.

"ადრე მე იმედის ქარზე ვისაუბრე, მაგრამ დღეს მსოფლიოში "სიგიჟის ქარი" ქრის. დაწყებული ლიბიიდან იემენამდე, სირიამდე და მის მიღმა ესკალაცია დაბრუნდა... ყველა სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ მზარდი არასტაბილურობა და დაძაბულობა ყველაფერს განუსაზღვრელად და უკონტროლოდ აქცევს. დიდი რისკია, რომ ვეღარც გავთვალოთ რა შეიძლება მოხდეს. როგორც ხედავთ ერთი პრობლემა მეორეს კვებავს",- განაცხადა გუტიერეშმა.

"ინტერპრესნიუსი"