"პლანეტაზე მშვიდობა და უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობებზე" - კვირის პალიტრა

"პლანეტაზე მშვიდობა და უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობებზე"

მშვიდობა და უსაფრთხოება პლანეტაზე დიდწილად დამოკიდებულია რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობებზე, მათ სტაბილურობასა და პროგნოზირებადობაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის თანამშრომლობის კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნება არა მხოლოდ აშშ-ს და რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.

"ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპებს, სუვერენიტეტის პატივისცემას და ერთმანეთის საშინაო საქმეებში არჩარევას",-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"