სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში ინციდენტი მოხდა."პეგასუსის" სამგზავრო თვითმფრინავი დაფრენის დროს ხევში გადავარდა - კვირის პალიტრა

სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში ინციდენტი მოხდა."პეგასუსის" სამგზავრო თვითმფრინავი დაფრენის დროს ხევში გადავარდა

სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში ინციდენტი მოხდა. ავიაკომპანია "პეგასუსის" სამგზავრო თვითმფრინავი დაფრენის დროს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მოცურდა და ხევში გადავარდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah იუწყება.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის მეჰმეთ ჯაჰიდ თურჰანის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაღუპულები არ არიან. მისი თქმით, ყველა მგზავრის ევაკუირება დროულად მოხდა.

თვითმფრინავში 117 მგზავრი იმყოფებოდა. ის იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.

"ინტერპრესნიუსი"