თურქეთში ორი ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

თურქეთში ორი ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

თურქეთის აღმოსავლეთით, ორი ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. პირველად ზვავი გუშინ დილით ჩამოწვა, რომლის დროსაც ვანის პროვინციაში 5 ადამიანი გარდაიცვალა. მეორე შემთხვევა კი სამაშველო ოპერაციების დროს მოხდა, რის შედეგადაც თოვლის ქვეშ ათობით ადამიანი მოყვა.

თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, მეორე ზვავს 33 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმეს პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"ინტერპრესნიუსი"