სტამბოლში თვითმფრინავის ხევში ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი - დაშავდა - კვირის პალიტრა

სტამბოლში თვითმფრინავის ხევში ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი - დაშავდა

სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი - დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.

"ევაკუირებული ადამიანებიდან 3 ინციდენტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მკურნალობას 179 ადამიანი გადის,“- განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ.

შეგახსენებთ, გუშინ ავიაკომპანია "პეგასუსის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი "ბოინგ 737-800“ სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში დაფრენის დროს მოცურდა, რის გამოც ხევში ჩავარდა, სამ ნაწილად გაიყო და ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.

"ინტერპრესნიუსი"