აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო - კვირის პალიტრა

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო

აშშ-ის სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა.

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი - 48 იყო.

რაც შეეხება კონგრესისთვის ხელის შეშლის ბრალდებას, პრეზიდენტის სასარგებლოდ ხმა 53-მა კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი კი - 47 წავიდა.

იმისთვის, რომ სენატს დონალდ ტრამპი დამნაშავედ ეცნო, საჭირო იყო ხმების ორი მესამედი და ამ შემთხვევაში, მას თანამდებობის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისთვის გადაბარება მოუწევდა.

აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას მხარი არ დაუჭირა რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმაც.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატებმა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. ისინი ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ოპონენტების მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტის - „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატ ჯო ბაიდენისა - და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა. ამ სატელეფონო საუბრამდე 2 კვირით ადრე კი უკრაინას კი სამხედრო დახმარება შეუჩერა. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი 2019 წლის 18 დეკემბერს დაუჭირა.

"ინტერპრესნიუსი"