"ჩვენთვის მთავარია, რომ აშშ-ში შეწყვიტონ რუსეთის, როგორც მთავარი საფრთხობელის და დემონის მოხსენიება" - კვირის პალიტრა

"ჩვენთვის მთავარია, რომ აშშ-ში შეწყვიტონ რუსეთის, როგორც მთავარი საფრთხობელის და დემონის მოხსენიება"

კრემლს იმედი აქვს, რომ აშშ შეწყვეტს რუსეთის დემონიზირებას და მის "მთავარ საფრთხობელად" გამოყენებას. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენთვის მთავარია, რომ აშშ-ში ყველა შიდაპოლიტიკურ და საარჩევნო ბრძოლაში შეწყვიტონ რუსეთის, როგორც მთავარი საფრთხობელის და მთავარი დემონის მოხსენიება. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია",-განაცხადა პესკოვმა.

მას შეკითხვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურაზეც დაუსვეს. პესკოვის თქმით, რუსეთს "ტრადიციულად მიაჩნია, რომ აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს".

"ინტერპრესნიუსი"