"ღმერთი სამოთხის კართან არ მკითხავს, რატომ გავამართლე ტრამპი" - კვირის პალიტრა

"ღმერთი სამოთხის კართან არ მკითხავს, რატომ გავამართლე ტრამპი"

სენატორ ლინდსი გრემის თქმით, როცა ის მოკვდება, ღმერთი მას არ კითხავს, რატომ გაამართლა დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცესი, პოლიტიკურად მოტივირებული იყო იმ ხალხის მიერ "ვინც სიმართლეს არ ეძებს".

"როცა მე მივალ ღმერთთან, სამოთხის კართან ღმერთი არ მკითხავს "რატომ გაამართლე ტრამპი?"- განაცხადა გრემმა და დასძინა, რომ ის რელიგიური ადამიანია.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა.

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 52-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი - 48 იყო.

"ინტერპრესნიუსი"