საფრანგეთში ბრიტანეთის 5 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა, ინფიცირებულთა შორის მცირეწლოვანია - კვირის პალიტრა

საფრანგეთში ბრიტანეთის 5 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა, ინფიცირებულთა შორის მცირეწლოვანია

საფრანგეთში ბრიტანეთის 5 მოქალაქეს, რომლებსაც სინგაპურიდან ჩამოსულ პირთან ჰქონდათ კომუნიკაცია, კორონავირუსი დაუდგინდათ.

ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი აგნეს ბუზინი ავრცელებს. მისივე თქმით, ინფიცირებულთა შორის 1 მცირეწლოვანი ბავშვია.

ამ დროის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 11-ია.

იხილეთ ასევე: "დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება" - მცურავ ციხედ ქცეული გემი, სადაც 4700 ადამიანი კვლავაც კარანტინში რჩება

"ინტერპრესნიუსი"