ბელარუსის პრეზიდენტი მედიას მოუწოდებს მთავრობის პოზიცია "საქმიანად" გააშუქონ და "ძალიან არ აქონ" - კვირის პალიტრა

ბელარუსის პრეზიდენტი მედიას მოუწოდებს მთავრობის პოზიცია "საქმიანად" გააშუქონ და "ძალიან არ აქონ"

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო სამთავრობო არხებს მოუწოდებს მთავრობის პოზიცია "საქმიანად" გააშუქონ და "ძალიან არ აქონ". ამის შესახებ ლუკაშენკომ სახელმწიფო მედიის ლიდერებთან საუბრისას განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ობიექტურები ვართ და ვიქნებით კიდეც, მაგრამ ჩვენი პოზიცია, ჩვენი ახალი ამბები ყველა მსმენელამდე უნდა იყოს მიტანილი, ხანდახან ასეც ხდება ხოლმე. კი, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზედმეტად აქოთ პრეზიდენტი. ეს ყველაფერი საქმიანად უნდა გაკეთდეს. ჩვენ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, უნდა შევავსოთ და გავამყაროთ ერთმანეთი",-განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ბელარუსში ჟურნალისტები "ჩვენებად" და "სხვისებად" აღარაა დაყოფილი.

"თუ სადმე პრეზიდენტზე რამეს იტყვით, ამის გამო, არავინ თვალში არ გატაკებთ, არ გეტყვით, რომ ქურდები ხართ ან ადამიანები, რომლებიც პროპანგანდით არიან დაკავებულნი",-დასძინა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"