ანტარქტიდას თითქმის სამი სან-ფრანცისკოს ხელა აისბერგი მოწყდა - რას მოუტანს დედამიწას ოკეანის წყლის გათბობა?
ანტარქტიდას თითქმის სამი სან-ფრანცისკოს ხელა აისბერგი მოწყდა - რას მოუტანს დედამიწას ოკეანის წყლის გათბობა?
რაც დრო გადის მსოფლიოში გლობალური დათბობა მეტად კრიტიკულ ზღვარს აღწევს. უკვე საგრძნობლად შესამჩნევია ცვლილებები ბუნებაში, შეიცვალა ჰავა და გაიზარდა სტიქიური მოვლენების რაოდენობა. გათხელებულია ოზონის შრე და მომატებულია დაავადებებისა და ინფექციების რიცხვი. დაბინძურებისა და ნარჩენების გამო განადგურებულია და კიდევ ნადგურდება ნიადაგი.

ყინული დნება ყველგან, ამ პირობებს ვერ უძლებენ სიცივეს მოყვარული ცხოველები და ფრინველები, რაც მათი პოპულაციის შემცირებასაც იწვევს. მხოლოდ გასულ წელს, ბუნებამ არაერთი ნიშანი მისცა ადამიანს. მხოლოდ ავსტრალიასა და ბრაზილიაში უზარმაზარი
ხანძარებით გადამწვარი ტყეების გახსენება რად ღირს. ამ მინიშნებების მიუხედავად, ადამიანები იმავე სიხშირით დადიან ავტომობილებით და ზრდიან დაბინძურების ხარისხს. გლობალური დათბობა და პლანეტის რადიკალური სახეცვლილება ყველა ჩვენი ქმედების შედეგია.

წელს საფრთხის ქვეშ დადგა ყველაზე ქარიანი, ცივი და მშრალი კონტინენტი ანტარქტიდა, სადაც უახლესი მონაცემებით ტემპერატურამ რეკორდულად +18.2
გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რითიც მოიხსნა 2015 წლის მარტში დაფიქსირებული რეკორდი - 17,5 გრადუსი. ეს მაჩვენებელი ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ წვერზე მდებარე არგენტინულ კვლევით სადგურ "ესპერანსაზე" დააფიქსირეს და მკვლევარების თქმით, ტემპერატურის ეს მკვეთრი მომატება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რისკს, რომლის წინაშეც დგას სამყარო. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ტემპერატურას თავიანთ არქივში ისინიც გადაამოწმებენ, თუმცა საქმე აშკარად რეკორდთან გვაქვს.
9 თებერვალს ევროპის კოსმოსური სააგანეტოს თანამგზავრმა დააფიქსირა ანტარქიდის დასავლეთ ნაწილში ყინული უზარმაზარი მასა როგორ მოწყდა კონტინენტს. მოყოლებული 2019 წლიდან მეცნიერები აკვირდებიან ანტრაქტიდის ამ ნაწილს, სადაც ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი ბზარები. ამჯერად მოწყვეტილი ყინულის ფართობი შეადგენდა 120 კვადრატულ მილს, რაც სულ ცოტა სამი სან-ფრანცისკოს ტერიტორიის ტოლია. ყინულის მასა პატარ-პატარა აისბერგებად სწრაფად დაიშალა, მათ შორის ყველაზე დიდს უწოდეს B-49.

ყველასთვის ცნობილია, რომ ანტარქტიდა ერთ-ერთი მთავარი ყინულის საფარია პლანეტისთვის და ის მსოფლიოს მტკნარი წყლის 90 % მოიცავს. მკვლევარების განცხადებით, გათბობის ტენდენცია დასავლეთ ანტარქტიდის უზარმაზარ მყინვარულ საფარს აზიანებს და ყინულის მასიური დნობა სანაპირო ზოლების დაზიანებასაც იწვევს.

როგორც უკვე ავღნიშნე, საფრთხე არამხოლოდ ანტარქტიდას, არამედ მთელ პლანეტას ემუქრება. კუნძულ გრენლანდიაზე ყინულის ფენები უფრო და უფრო ჩქარა დნება, ამის მიზეზი კი ყინულის მასის ქვეშ გამდინარი ოკეანის თბილი წყალია. კვლევებით დადგინდა, რომ ოკეანის წყალი მზისგან იმაზე მეტად თბება, ვიდრე აქამდე თბებოდა. ეს წყლები, რომელიც დიდი მყინვარების ქვევით მიედინება, გრენლანდიის ყინულვანი ფენების დნობას იწვევს.

ჟურნალში "Nature Geoscience" გამოქვეყნდა კვლევა, რომელის ფარგლებშიც კუნძულ გრენლანდიაზე ერთდროულად რამდენიმე ტერიტორიას იკვლევდნენ. მათ ერთ-ერთ საკვლევ ტერიტორიას "ყინულის ენა" დაარქვეს. "ყინულის ენა" ეს არის ოკეანის თბილი წყლისა და გამდნარი ყინულისგან მიღებული წყლის შენაკადი, რომელიც დროდადრო გრენლანდიის სხვა ყინულებსაც ადნობს.

კვლევის პირობებში მეცნიერები ოკეანეში სპეციალური მოწყობილობით წყლის ტემპერატურას ზომავდნენ და მალევე ყინულის დნობის ერთ-ერთ მიზეზსაც მიაკვლიეს. როგორც აღმოჩნდა, 2019 წელს ოკეანის ტემპერარტრამ 0.75 ცელსიუსით მოიმატა. ოკეანის თბილი წყალი ყინულებისკენ მიედინება, რომელიც შემდეგ დნობას იწყებს.

კუნძული გრენლანდიის ყინულის დნობა მსოფლიო ოკეანის წყლის დონის მატებასაც იწვევს. კვლევებით დგინდება, რომ ის მართლაც 1992 წლის შემდეგ, საგრძნობლამ მომატებულია და ყინულის დნობის სიჩქარეც ყოველ წელს მატულობს. ამ ტემპით ყინულის დნობამ შესაძლოა მალე, 24 ფუტით გაზარდოს წყლის დონე.

ყოველდღიურად გრენლანდიაზე 11 მილიარდი ზედაპირული ყინულის ფენა დნება, რაც დაახლოებით 4.4 მილიონი ოლიმპიური აუზის ექვივალენტია.

ოკეანის თბილი წყალი პირდაპირი განაჩენია ბუნებისთვის. წყლის ტემპერატურის მომატება გავლენას ახდენს თევზებზე და წყლის სხვა ცხოველებსა და მცენარეებზე. შესაძლოა, თბილმა წყალმა სულ მალე პლანეტის ბევრ ადგილას შეამციროს თევზჭერა და უარყოფითად იმოქმედოს წყალქვეშა ცხოვრებაზე. მოსახლეობამ დასახმარებლად საჭირო ზომებს უნდა მიმართოს, ეს ჯაჭვური რეაქცია ჯერ ოკეანის წყლის გათბობით იწყება, თუმცა შემდგომში პლანეტის სხვადასხვა მნიშნველოვან ადგილსაც დააზიანებს. არის ვარაუდი, რომ გლობალური დათობა საბოლოოდ, ნახევარი პლანეტის დატბორვას გამოიწვევს.

(სპეციალურად საიტისთვის)


ღმერთმა ნუ ჰქნას!
13 თებერვალი 2020 23:48
რას მოუტანს და რუსეთის ჩრდილოეთში სუბტროპიკები იქნება და საქართველოში უდაბნო.
mmm
13 თებერვალი 2020 15:06
ყველა მანქანის ერთად გამონაბოლქვი არ იწვევს იმდენად გლობალურ დათბობას, რამდენსაც ერთი კოსმოსური რაკეტით გახვრეტილი ოზონის შრე, საიდანაც დედამიწას ეცემა მზის რადიაცია და ამ შრის აღდგენას ათეულობით წელი სჭირდება. ბარემ სიმართლე თქვით, მაინც აღარაფერი გვეშველება

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები