"ტრამპის წინააღმდეგ მიკი მაუსიც რომ წარვადგინოთ, გამარჯვების შანსი მასაც ექნება" - კვირის პალიტრა

"ტრამპის წინააღმდეგ მიკი მაუსიც რომ წარვადგინოთ, გამარჯვების შანსი მასაც ექნება"

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დემოკრატებმა არჩევნებში მიკი მაუსიც რომ წარადგინონ, წარმატების შანსი მასაც ექნება.

"არ ვეთანხმები, რომ ნებისმიერი დემოკრატი ვინც უნდა წარვადგინოთ, წააგებს. იცით, მიკი მაუსიც რომ წარვადგინოთ ამ პრეზიდენტის წინააღმდეგ, მასაც ექნება შანსი", - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება. რესპუბლიკელები საკუთარ კანდიდატად კვლავ დონალდ ტრამს ასახელებენ. რაც შეეხება დემოკრატებს, ჯერ უცნობია, ვინ დაუპირისპირდება ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს. როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენი "დემოკრატების" ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატია.

"ინტერპრესნიუსი"