ორი პირი, რომელსაც რუსეთში კორონავირუსი დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

ორი პირი, რომელსაც რუსეთში კორონავირუსი დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა

ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ორი პირი, რომელსაც რუსეთში კორონავირუსი დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა. ორივე მათგანი ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.

ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს, რაც შეეხება მეორეს, ის დღეს გაათავისუფლეს. რუსული მედიის ცნობით, პირები, რომლებიც დაინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ, დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

შეგახსენებთ, 31 იანვარს, რუსეთის პრემიერის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსი"