სენატმა ხელშეკრულება დაამტკიცა - კვირის პალიტრა

სენატმა ხელშეკრულება დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა რუსეთთან ხელშეკრულებას შეიარაღებაზე კონტროლის დარგში, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ რუსეთთან დიპლომატიური "გადატვირთვის" უმნიშვნელოვანეს პუნქტად მიიჩნია.

შეიარაღებაზე კონტროლთან დაკავშირებით თითქმის ოცი წლის მანძილზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა, - განცუხადა პრეზიდენტმა ობამამ სენატში კენჭისყრის შემდეგ, - მისი წყალობით ჩვენ გაცილებით უსაფრთხოდ ვიცხოვრებთ, რადგან შემცირდება როგორც ჩვენი, ასევე რუსეთის ბირთვული არსენალი.

ახალი ხელშეკრულების რატიფიკაცია იქცა ობამას პოლიტიკურ წარმატებად ნოემბრის არჩევნებზე მტკივნეული დამარცხების შემდეგ, როცა რესპუბლიკელები კვლავ უმრავლესობა აღმოჩნდა წარმომადგენლობით პალატაში და ლამის კონტროლზე აიყვანა სენატი.

აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებით, ხელშეკრულება გზას უხსნის რუსეთთან შეიარაღების კონტროლზე ახალ შეთანხმებებს, აგრეთვე ასუსტებს დაძაბულობას რუსეთის მთავრობის მიმართ, რომელიც აშკარად მტრულად მოეკიდა აშშ-ის ინტერესებს, როცა 2009 წელს აშშ-ის სათავეში მოვიდა პრეზიდენტი ბარაქ ობამა.