რუსეთში ექსპრეიზიდენტებს უფლება ექნებათ სენატორის თანამდებობა უვადოდ დაიკავონ - რას გეგმავს პუტინი ახალი ინიციატივით?
რუსეთში ექსპრეიზიდენტებს უფლება ექნებათ სენატორის თანამდებობა უვადოდ დაიკავონ - რას გეგმავს პუტინი ახალი ინიციატივით?
12 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო დუმის სახელმწიფო მოწყობის საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვით, ფედერაციის პრეზიდენტები ვადის ამოწურვის შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე დაიკავებენ რუსეთის ფედერალურ საბჭოში სენატორის თანამდებობას.

ცნობისთვის:
რუსეთის ფედერაციის ფედერალური გაერთიანების საბჭო წარმოადგენს რუსეთის პარალამენტის ნაწილს, რომელიც სახელმწიფო სათაბიროსთან ერთად, წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოა. მის შემადგენლობაში შედიან რუსეთის ფედერაციის თოთოეული სუბიექტის წარმომადგენლები, არჩევნები ტარდება ტერიტორიული ნიშნით. ამ ორგანოში გარდა არჩეული სენატორებისა, ასევე შედიან პრეზიდენტის მიერ პირდაპირი წესით
დანიშნული პირები, რომელთა რიცხვი ამჟამად 17-ია.


ახალი ინიციატივის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ დანიშნული სენატორების რიცხვი უნდა გაიზარდოს 17-დან 30-მდე, რომელთაგან 7-ს სენატორის თანამდებობის დაკავება უვადოდ შეეძლება.

კანონი, რომლის ავტორი აკადემიკოსი ალექსანდრ ჩუბარიანია, გადმოღებულია იტალიის მაგალითზე. როგორც ცნობილია, იტალიაში, ქვეყნის ექსპრეზიდენტს სენატორის წოდება ენიჭება და ამასთანავე უამრავი
პრივილეგიით სარგებლობს.

"კანონში შეტანილი ჩასწორების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შეუძლიათ ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრები გახდნენ, მათ სენატორის სტატუსი უვადოდ მიენიჭებათ. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ უარი თქვან ამ შეთავაზებაზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან კომიტეტის ხელმძღვანელმა პაველ კრაშენინიკოვმა.

ბი-ბი-სი-ს წყაროს ცნობით, კანონპროექტის განხილვას დიდი დისკუსიაც მოჰყვა. კანონის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ საბჭოს წევრები უნდა წარმოადგენდნენ რეგიონების ინტერესებს და არა პრეზიდენტის სურვილებს. კანონპროექტის მხარდამჭერები კი ამტკიცებდნენ, რომ "არაფერი საშიში" არ არის იმაში, თუ 170 სენატორს კიდევ 30 ადამიანი დაემატება.

ქვეყნის სამსახური თუ პუტინის სათადარიგო სვლა?

კრაშენინიკოვის განცხადებით, ექსპრეზიდენტებს ქვეყნისთვის არაერთი სიკეთის მოტანა შეუძლიათ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც. "ესენი (ანუ ექსპრეზიდენტები - ე.გ.) არიან ის ადამიანები, რომლებიც იღებენ როგორც რთულ, ასევე პოპულისტურ გადაწყვეტილებებს. ეს შეეხება როგორც ძალოვან სტრუქტურებს, ისე ეკონომიკურ საკითხებს. მათ აქვთ დიდი გამოცდილება და ფლობენ უამრავ ინფორმაციას", - განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, უვადოდ დანიშნულ სენატორთა რიცხვში პრეზიდენტების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც იქნებიან. "რაც შეეხება 30-დან 7 სენატორს, რომელსაც წოდება მუდმივად ექნება, შეიძლება იყოს ის ადამიანებიც, რომლებსაც სახელმწიფოს მიმართ დიდი დამსახურება აქვთ, ესენია როგორც მეცნიერები, ასევე ექიმები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და სხვა", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ექსპერტების აზრით კი, ეს კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ პუტინისთის შეიმუშავეს. "სენატორის მუდმივი სავარძელი პუტინმა სამომავლოდ, თავისთვის გადაინახა". ამბობენ იმასაც, რომ "ეს კანონი პუტინისთვის სათადარიგო ვარიანტია და მას საბჭოში თანამდებობის გარდა, იმუნიტეტიც ექნება". ერთ-ერთი ვერსიით, მთელი ეს აურზაური უვადოდ დასანიშნი სენატორების თოაბაზე, პუტინს უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისგან ყურადრების გადასატანად დასჭირდა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, თუ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ პუტინი სენატორის წოდებას მიიღებს, ის არ იქნება საბჭოში რიგითი ადამიანი, სავარაუდოდ, ის ამ საბჭოს უხელმძღვანელებს კიდეც.


მოამზადა ეკა გადახაბაძემ

ეს უკვე მეტისმეტია
14 თებერვალი 2020 10:59
რუსებო, რომ მიგაჩმორათ პუწინმა ვერ ხვდებით, ამოიღეთ ხმა გამოდით გარეთ, მოიშორეთ ეგ ჭირი თორემ მსოფლიომ შეიზიზღა უკვე რუსი ერი, ვერ ხვდებით რა ხდება, მოგწონთ ესე ცხოვრება, მართლა დათვები ხომ არ ხართ?!..

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები