ბოშებმა შენგენის გზა გადაღობეს - კვირის პალიტრა

ბოშებმა შენგენის გზა გადაღობეს

ბულგარეთმა და რუსეთმა დროებით გვერდზე უნდა გადადონ შენგენის ზონასთან თავიანთ შეერთების გეგმები.

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების თავკაცებმა განაცხადეს, რომ გაისად, მარტში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ხმის მიცემის დროს თავიანთ უფლებებს გამოიყენებენ. მათი აზრით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ორი ქვეყნის ხელისუფლება არასაკმარისად ეფექტიანად ებრძვის კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულს. თუმცა, ექსპერტთა აზრით, მინისტრთა გადაწყვეტილების მიზეზი უფრო საფრანგეთიდან ბოშების დეპორტაციის გამო ამტყდარი სკანდალი გახდა.

ევროკავშირის კომისრის, სესილია მალმსტრემისადმი მიწერილ წერილში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - ბრის ორტეფე და თომას დე მეზიერა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამჟამად წარქმნილი პრობლემები არ იძლევა გაისად, მარტში შენგენის ზონის გაფართოების საშუალებას.

ასე რომ, ევროკავშირის 22 ქვეყანასთან, აგრეთვე შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და ისლანდიასთა უვიზო კავშირი ჯერჯერობით მიუწვდომელ ოცნებად რჩება რუმინეთისა და ბულგარეთისთვის.