კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1484-მდე გაიზარდა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1484-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით, 1486 ადამიანია დაღუპული, - ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული 1486 ფატალური შემთხვევიდან ორი ჩინეთის ფარგლებს გარეთ, დანარჩენი კი - ჩინეთშია დადასტურებული.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებული 36 719 პაციენტიდან 1 685-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი, საერთო ჯამში, 4131-ს აღწევს. რაც შეეხება დაინფიცირებულ ადამიანებს, მათი რიცხვი 65 000-ს აჭარბებს.

ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ მონაცემებს
ოფიციალური პეკინი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 1 380 დაინფიცირებულთა კი - 63851-ია.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?