კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1484-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1484-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით, 1486 ადამიანია დაღუპული, - ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული 1486 ფატალური შემთხვევიდან ორი ჩინეთის ფარგლებს გარეთ, დანარჩენი კი - ჩინეთშია დადასტურებული.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებული 36 719 პაციენტიდან 1 685-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი, საერთო ჯამში, 4131-ს აღწევს. რაც შეეხება დაინფიცირებულ ადამიანებს, მათი რიცხვი 65 000-ს აჭარბებს.

ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ მონაცემებს ოფიციალური პეკინი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 1 380 დაინფიცირებულთა კი - 63851-ია.

"ინტერპრესნიუსი"