"ტრამპის "ტვიტები" საქმის კეთების საშუალებას არ მაძლევენ"
"ტრამპის "ტვიტები" საქმის კეთების საშუალებას არ მაძლევენ"
აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის "ტვიტები" მუშაობაში ხელს უშლის.

"ვფიქრობ, დროა შეწყდეს იუსტიციის დეპარტამენტის კრიმინალური საქმეების შესახებ "ტვიტების" გამოქვეყნება,"- განაცხადა უილიამ ბარმა "ეიბისი ნიუსთან" ინტერვიუში.

"არ შემიძლია ჩემი საქმე მუდმივი კომენტარების ფონზე ვაკეთო, რომელიც ასე მაზიანებს, "- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

უილიამ ბარის მტკიცებით, მასზე ზეგავლენას ვერავინ, მათ შორის პრეზიდენტიც, ვერ მოახდენს.

"ვერავინ დამაშინებს ან ზეგავლენას მოახდენს ჩემზე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს კონგრესია, გაზეთის სარედაქციო საბჭო თუ
პრეზიდენტი", - განაცხადა უილიამ ბარმა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მის სიტყვებზე რეაგირებას მოახდენს.

გენერალური პროკურორის კრიტიკა პრეზიდენტის რამდენიმე პოსტს მოჰყვა, რომელიც ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტსა და გენერალურ პროკურორს იმ საქმესთან
დაკავშირებით მიუძღვნა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას ეხება და რომელშიც მისი ყოფილი მრჩეველი და დიდი ხნის მეგობარი როჯერ სტოუნია ჩართული.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა