ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ადამიანი დახვრიტეს - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეაში, კორონავირუსის საფრთხის გამო, ადამიანი დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური პირი, რომელიც ჩინეთში მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა, კორონავირუსის საფრთხის გამო დახვრიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო სამსახურის წარმომადგენელი ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ, ვირუსის საფრთხის გამო, იზოლირებულ შენობაში მოათავსეს და მას სასტიკად აეკრძალა სპეციალური ნებართვის გარეშე გარეთ გასვლა, თუმცა მას შემდეგ, რაც აკრძალვას არ დაემორჩილა და საზოგადოებრივ აბანოში წავიდა, დახვრიტეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ დადასტურებული არ არის ნამდვილად იყო თუ არა მოკლული ჩრდილოეთ კორეელი კორონავირუსით დაინფიცირებული. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ახლა კორონავირუსით ინფიცირებული რომ შემოვიდეს და კართან გაჩერდეს, საფრთხე მაინც არ დაგვემუქრება" - რას ამბობს ექიმი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხეზე