მოედანს რეიგანის სახელი მიანიჭეს - კვირის პალიტრა

მოედანს რეიგანის სახელი მიანიჭეს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის კარლ-თეოდორ გუტენბერგის წინადადებით, ბერლინის ერთ-ერთ მოედანს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, 2004 წელს გარდაცვლილი რონალდ რეიგანის სახელი მიენიჭება.

ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რუპრეჰტ პოლენცმა სხდომის მონაწილეებს შეახსენა რეიგანის როლი გერმანიის გაერთიანებაში, კერძოდ, მან გაიხსენა ამერიკის პრეზიდენტის მიერ დასავლეთ ბერლინში, 1987 წლის 12 ივნისს ბერლინის კედელთან ნათქვამი ცნობილი სიტყვა. მაშინ პრეზიენტმა რეიგანმა მ. გორბაჩოვს მიმართა: - "ბატონო გორბაჩოვ, მოაშორეთ ეს კედელი აქაურობას!"