ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთში მოხდა.

ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ჩინელი ტურისტია, რომელიც საფრანგეთში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები აქამდე იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში დაფიქსირდა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 450-ს გადააჭარბა.

კორონავირუსის შემთხვევები ამ დროისათვის მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჩინეთში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომლისგანაც კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა, თვითონ კი სრულად გამოჯანმრთელდა

"ინტერპრესნიუსი"