იაპონიაში, იოკოჰამას პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე, ახალი კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს აღმოაჩნდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 454-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3 700 ადამიანი იყო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება.ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან, ახალი კორონავირუსი 40-ს დაუდგინდა.იხილეთ ასევე: "დროდადრო გვეძლევა გემბანზე გასვლის უფლება" - მცურავ ციხედ ქცეული გემი, სადაც 4700 ადამიანი კვლავაც კარანტინში რჩება "ინტერპრესნიუსი"