ჩინეთში, კორონავირუსით უხანის საავადმყოფოს დირექტორი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ჩინეთში, კორონავირუსით უხანის საავადმყოფოს დირექტორი დაიღუპა

ჩინეთში, კორონავირუსით უხანის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს დირექტორი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ლიუ ზიმინგი დილით, 10:30 საათზე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით 1716 ექიმი იყო დაინფიცირებული და 6 მედიცინის მუშაკი დაიღუპა.

ამ დროისთვის, კორონავირუსით COVID-19 დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1 900-ს აღწევს, ხოლო ლაბორატორიულად ვირუსი 72 400-ზე მეტ ადამიანს უდასტურდება.

"ინტერპრესნიუსი"