"ამ დილით დონბასში თავს დაესხნენ ჩვენს პოზიციებს, სამწუხაროდ, არის დანაკარგიც"
"ამ დილით დონბასში თავს დაესხნენ ჩვენს პოზიციებს, სამწუხაროდ, არის დანაკარგიც"
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სამხედრო ფორმირებებმა დონბასში საომარი მოქმედებები განაახლეს.

"ოკუპანტების სამიზნე ჩვენი ძალები არიან. ისინი მინსკის ხელშეკრულებით აკრძალულ იარაღს იყენებენ",-აცხადებენ ქვეყნის სამხედრო უწყებაში.

მედიის ცნობით, აქტიური მოქმედებები მიმდინარეობს ამ მომენტშიც, ორივე მხარეს არიან დაღუპულებიც.

პარალელურად, განცხადებას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტიც.

"ამ დილით თავს დაესხნენ პოზიციებს ნოვოტოშკოვსკის, ორეხოვოს, კრიმსკოეის, ხატორ ვოლნის დასახლებების მახლობლად. დაბომბვა ხორციელდება მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღებით. სამწუხაროდ, არის დანაკარგებიც. ამ წუთისთვის ბრძოლა შეწყვეტილია. ჩვენი კურსი ომის
დამთავრებისკენ და საერთაშორისო ხელშეკრულებებისადმი ერთგულების შენარჩუნებაში, უცვლელი რჩება - ისევე როგორც ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მოვიგერიოთ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის ნებისმიერი გამოვლინება", - აცხადებს პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?