"ჩვენ გვაქვს ღია ურთიერთობა, საიდუმლოებების გარეშე" - რას ამბობს პუტინი მედვედევზე?
"ჩვენ გვაქვს ღია ურთიერთობა, საიდუმლოებების გარეშე" - რას ამბობს პუტინი მედვედევზე?
"დიმიტრი მედვედევის მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა სახელწიფოსთვის, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ მთავრობაში უნდა მოვიდნენ ადამიანები თანამედროვე მომზადებითა და საბოლოო შედეგის მიღწევის განწყობით", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "ტასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ეს არ იყო სპეცოპერაცია. მე ამის შესახებ ვიცოდი. მედვედევთან გადადგომის საკითხი განვიხილეთ. ჩვენ გვაქვს ღია, მეგობრული ურთიერთობა, საიდუმლოებების გარეშე. მისი დანიშვნა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეად არ იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. რატომ უნდა გაგვეწელა? რუსეთი ბელგია არ არის, რომ ერთი წელი
მთავრობის გარეშე იყოს... მედვედევის ადგილას ოთხ კანდიდატს მთავაზობდნენ, მაგრამ მიშუსტინი არავის დაუსახელებია, ჩემს გარდა", - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, 15 იანვარს რუსეთის მთავრობა, დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით გადადგა. პოსტზე მიხეილ მიშუსტინი ჯერ რუსეთის დუმამ აირჩია, ხოლო შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა მისი დანიშვნის ბრძანებას მოაწერა ხელი.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა