ირანში დღეს კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

ირანში დღეს კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის დამატებით 13 შემთხვევა დაფიქსირდა.

"კვლევის შედეგებიან გამომდინარე დღეისთვის ინფექციის 13 ახალი შემთხვევა ფიქსირდება“, - აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი კიანუშ ჯაანპური.

მისი თქმით, 7 შემთხვევა დაფიქსირდა ყუმში, ოთხი თეირანში, ხოლო ორი- გილანში.

ცნობისთვის გუშინ, ირანის ჯანდაცვის უწყებამ ყუმში მცხოვრებლებს რელიგიურ ღონისძიებებზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის, ირანში, ვირუსის 18 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი ფატალურად დასრულდა.