მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 150 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 592-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უშუალოდ ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 409 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 77 150-ს მიაღწია.

რაც შეეხებება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 2 619 ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 79 356-ს აღწევს.

"ინტერპრესნიუსი"