"ვისურვებდი, რომ უკრაინა და რუსეთი დაახლოვდნენ - ეს ძალიან მაგარი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის" - კვირის პალიტრა

"ვისურვებდი, რომ უკრაინა და რუსეთი დაახლოვდნენ - ეს ძალიან მაგარი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის"

დონალდ ტრამპს სურს, რომ რუსეთი და უკრაინა შერიგდნენ. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ვისურვებდი ისინი დაახლოვდნენ. ჩემი აზრით, თუ ისინი დაახლოვდებიან ისე, რომ ერთმანეთთან ურთიერთობებს დაალაგებენ, მაგარი იქნება“,- განაცხადა ტრამპმა როცა მას სთხოვეს კომენტარი გაკეთებინა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ "ბევრი ქვეყანა ცდილობს რუსეთი და უკრაინა დააშოროს“.

"ეს ძალიან მაგარი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის. თუ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდებან გარკვეულ საკითხებზე, ეს ჩემთვის ძალიან კარგი იქნება“,- აღნიშნა ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"