იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სამოქალაქო ჯანდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ადასტურებს. ამასთან, იტალიის ჩრდილოეთით ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 200-ს აღწევს.

იტალიის მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი პაციენტი 88 წლის იყო. ასევე ცნობილია, რომ დაღუპულთაგან სამ პირს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გამო ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინია გამოაცხადებული. 50 000-მდე ადამიანს სპეციალური ნებართვის გარეშე ქალაქების დატოვების უფლება არ აქვს. ხელისუფლებამ ვენეციის ცნობილი კარნავალისა და ყველა სპორტული ღონისძიების პირველ მარტამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"