91 წლის ასაკში ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

91 წლის ასაკში ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გარდაიცვალა

91 წლის ასაკში, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, ჰონსი მუბარაქი გარდაიცვალა. ის კაიროს ერთ-ერთ საავადმყოფოში ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა.

ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტეს 30 წლის მანძილზე, 2011 წლის 11 თებერვლამდე მართავდა. 2012 წლის კაიროს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სამუდამო პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, მოგვიანებით 2017 წელს ის გაათავისუფლეს, როცა ბრალდებების უმეტესობა მოეხსნა.