ახალი კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, კანარის კუნძულებზე ერთ-ერთი სასტუმრო იზოლაციაში მოაქციეს - კვირის პალიტრა

ახალი კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, კანარის კუნძულებზე ერთ-ერთი სასტუმრო იზოლაციაში მოაქციეს

ესპანეთის კანარის კუნძულებზე, ტენერიფეზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო იზოლაციაში მოაქციეს. აღნიშნულის მიზეზი ახალი კორონავირუსია. მედიის ინფორმაციით, H10 Costa Adeje Palace Hotel-ში ვირუსი იტალიელ ექიმს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში ლომბარდიის რეგიონიდან ჩავიდა.

გავრცელებული ცნობებით, სასტუმროში დაახლოებით ათასი ადამიანი იმყოფება. პოლიციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზომებს იღებენ, რომ არც ერთმა მომხმარებელმა სასტუმრო არ დატოვოს და ასევე შენობაში არავინ შევიდეს.

ესპანეთის ჯანდაცვის უწყებაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"