აზერბაიჯანში 23 ადამიანი კორონავირუსზე ეჭვის გამო, კარანტინში მოათავსეს - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანში 23 ადამიანი კორონავირუსზე ეჭვის გამო, კარანტინში მოათავსეს

აზერბაიჯანში 20-ზე მეტი ადამიანი, კორონავირუსზე არსებული ეჭვის საფუძველზე, კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროსა და აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სააგენტოს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

"23-მა ადამიანმა, რომლებიც ირანში იმ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ჯალილაბადის კლინიკურ საავადმყოფოს მიმართეს, რომლებსაც ეჭვი კორონავირუსზე აქვთ. პირველადი შემოწმების შედეგად, ორ მათგანს მაღალი სიცხე აღენიშნებოდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. კარანტინის ბოლომდე ექიმები დააკვირდებიან", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დელიკატურად მიუდგნენ პრობლემას და ნუ დაეყრდნობიან სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟის შესაქმნელად გავრცელებულ ინფორმაციას.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქიანუშ ჯაჰანპურის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 95-ს მიაღწია, რომელთაგან 15 დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"