"დაიბანეთ ხელები, სუფთად იყავით, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი დასტაცოთ - ეს ყველაფერი დასრულდება, მთავარია, არ დაპანიკდეთ" - კვირის პალიტრა

"დაიბანეთ ხელები, სუფთად იყავით, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი დასტაცოთ - ეს ყველაფერი დასრულდება, მთავარია, არ დაპანიკდეთ"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი უხელმძღვანელებს ჯგუფს, რომელიც კორონავირუსის საკითხებზე იმუშავებს.

"მე ვაპირებ დავნიშნო მაიკ პენსი. მაიკი იმუშავებს პროფესიონალებთან, ექიმებთან და ყველასთან, ვინც ამ თემაზე მუშაობს",-განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ანგარიშვალდებული პირადად მასთან იქნება.

"ჩვენთვის არ არსებობს იმაზე მეტი პრიორიტეტი, ვიდრე უსაფრთხოება, უშიშროება და ჯანმრთელობა ამერიკელი ხალხის",-აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ქვეყანა ყველა ზომას იღებს, რომ დაიცვას ამერიკის მოქალაქეები.

"ჩვენ ძალიან ბევრი სახის ნიღაბი შევუკვეთეთ. შესაძლოა არ დაგვჭირდეს, მაგრამ ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც უნდა ვიყოთ მზად",-განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ კორონავირუსს.

"დაიბანეთ ხელები, სუფთად იყავით, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი დასტაცოთ ",-აღნიშნა ტრამპმა.

"მოიქეცით ისე, როგორც გრიპის დროს",-დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამათან, დონალდ ტრამპმა მოსახლეობას მოუწოდა, პანიკაში არ ჩავარდეს. მისივე თქმით, ის იზიარებს ექიმების აზრს, რომ მოსახლეობა უნდა მოემზადოს "ყველაზე უარესი შემთხვევისთვის".

"მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მანდ მოვხვდებით, თუნდაც რომ ახლოს ვიქნებით... ეს ყველაფერი დასრულდება, ეს დასრულდება. იცით, რომ გრიპის ვირუსის სეზონის დროს 69 000 ადამიანი იღუპება ყოველ წელს. წარმოუდგენელია. მთავარია, რომ არ უნდა დაპანიკდეთ, რადგან ამის მიზეზი არ არსებობს. ეს გრიპის მსგავსია. ადამიანები გრიპითაც კვდებიან",-აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსის დაახლოებით 60 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 42 პირი, საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე ინფიცირდა.

"ინტერპრესნიუსი"