"სმარტფონებს იშვიათად ვიყენებ, ჩემთვის უფრო ადვილია, ავიღო სპეციალურ კომუნიკაციაზე მომუშავე ყურმილი" - კვირის პალიტრა

"სმარტფონებს იშვიათად ვიყენებ, ჩემთვის უფრო ადვილია, ავიღო სპეციალურ კომუნიკაციაზე მომუშავე ყურმილი"

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ის იშვიათად იყენებს სმარტფონებსა და სხვა თანამედროვე მოწყობილობებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა "ტასთან" ინტერვიუში, სახელწოდებით "20 შეკითხვა ვლადიმერ პუტინს" განაცხადა.

მისივე თქმით, ტექნოლოგიური განვითარების პროცესის შეჩერება შეუძლებელია და ამის "საჭიროებაც არ არის".

პუტინი დასძენს, რომ ხანდახან უწევს სმარტფონის გამოყენება, თუმცა ეს ხშირად არ ხდება.

"ჩემთვის უფრო ადვილია, ავიღო სპეციალურ კომუნიკაციაზე მომუშავე ყურმილი და ნებისმიერი აბონენტის მოძებნა შესაძლებელი იქნება", - აღნიშნა პუტინმა.

"ინტერპრესნიუსი"