საბერძნეთში სეზონური გრიპის შედეგად, ბოლო ერთ კვირაში 17 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

საბერძნეთში სეზონური გრიპის შედეგად, ბოლო ერთ კვირაში 17 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში სეზონური გრიპის შედეგად, ბოლო ერთ კვირაში 17 ადამიანი დაიღუპა, მთლიანობაში, კი სეზონურ გრიპს 77 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია იუწყება.

ძირითადად, ინფიცირებულებს "А" ტიპის შტამი უფიქსირდებათ ქვეტიპებით H3N2 და H1N1. ქვეყანაში გრიპის ვირუსზე დაკვირვება ოქტომბრიდან მაისამდე პერიოდში მიმდინარეობს.

ამავდროულად, საბერძნეთში კორონავირუსით დაინფიცირების სამი შემთხვევა დაფიქსირდა - ორი სალონიკში და ერთი ათენში. ხელისუფლების განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ, რომ დაავადება არ გავრცელდეს.

"ინტერპრესნიუსი"