მონღოლეთის პრეზიდენტი და მთავრობის რამდენიმე წევრი კარანტინში მოათავსეს - კვირის პალიტრა

მონღოლეთის პრეზიდენტი და მთავრობის რამდენიმე წევრი კარანტინში მოათავსეს

მონღოლეთის პრეზიდენტი, ბათულგა ხალთმაა და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ჩინეთში 14 დღით იმყოფებოდნენ, კარანტინში მოათავსეს. ინფორმაციას "იერუსალიმ პოსტი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბატულგა პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც ჩინეთს კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ ეწვია. მედიის ცნობით, მაღალჩინოსნები კარანტინში ჩინეთიდან ჩამოსვლისთანავე მოათავსეს.

"ინტერპრესნიუსი"