აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი რუსეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პირი ამჟამად სპეციალური რეჟიმის განყოფილებაში, იზოლაციურ პალატაში იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ პირების დადგენა, ვინც დაინფიცირებულთან უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"